ფეხბურთი

17:23 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველ ფეხბურთელს ლოძის „ვიძევთან“ კარგი თამაში დაუფასდა, რომელშიც საგოლე პასით გამოირჩა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (1:0).

ოთარ კაკაბაძემ სეზონი კარგად დაიწყო, უკვე აქვს აქტივში ერთი გოლი და ორი საგოლე პასი.

„კრაკოვია“ 10 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 აგვისტოს, „პიასტს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097477