ფეხბურთი

16:24 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: "ვხედავთ, როგორ განვითარდა საქართველოს ნაკრები"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ადგილობრივ გამოცემა Anadolu-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, რთულ ჯგუფში არიან და ხაზი გაუსვა საქართველოს ნაკრების პროგრესს:

„ეს არის ტურნირი (მსოფლიოს ჩემპიონატი), რომელშიც 24 წელია არ მიგვიღია მონაწილეობა. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი პირველი მატჩი საქართველოს წინააღმდეგ იქნება, ძალიან კარგი მეტოქის წინააღმდეგ. ვხედავთ, რამდენად გაუმჯობესდნენ ისინი ბოლო დროს და როგორ განვითარდნენ, როგორც გუნდი. ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, მათ ახლა უფრო სტაბილური შემადგენლობა ჰყავთ. პირველივე მატჩიდან მთელ ჩვენს კონცენტრაციასა და ენერგიას გამოვიყენებთ.

ზეწოლა ძალიან ნორმალურია. თურქეთის მსგავს ქვეყანას ყოველთვის დიდი მიზნები და ამბიციები უნდა ჰქონდეს. ჩვენ ფეხბურთელები საუკეთესოდ უნდა მოვამზადოთ. ეს ძალიან გვსურს და ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად.

პირველი კალათადან გვერგო ესპანეთი, ევროპის ჩემპიონი. მესამე კალათადან - საქართველო, ძლიერი მეტოქე. მეოთხე კალათადან - ბულგარეთი. ობიექტურად, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩი 4 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172632