კალათბურთი

19:05 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მორიგი მარცხი მოსამზადებელ ეტაპზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩეხეთში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც დახურული ხასიათის იყო და 83:103 დამარცხდა.

ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე საშინლად გამოიყურება და ყველა ამხანაგური თამაში წააგო. ვერც ჩეხეთს გაუწია კონკურენცია, 20-ქულიანი სხვაობით განიცადა მარცხი.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით და 6 მოხსნით გამოირჩა გიორგი შერმადინი, 17 ქულა ჰქონდა დუდა სანაძეს, გოგა ბითაძემ გუნდს 11 ქულა და 6 მოხსნა შესძინა, ხოლო კამარ ბოლდუინის აქტივში 14 ქულა და 9 პასი იყო.

არ უთამაშია თორნიკე შენგელიას, რომელიც ესპანეთშია გულის არითმიის პრობლემის გამო, მაგრამ სერიოზული არაფერია და კაპიტანი გუნდს კვიპროსში შეუერთდა. დღევანდელ სპარინგში მონაწილეობა სანდრო მამუკელაშვილსაც არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ჩეხეთს 21 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება, რითაც დაასრულებს მოსამზადებელ ეტაპს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრები იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთს, კვიპროსსა და ბოსნიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.131904