საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი დიდი ალბათობით, კარიერას სოფიის ცსკა 1948-ში გააგრძელებს.
ჯერჯერობით, ბულგარულ კლუბს ამის შესახებ არ გამოუცხადებია, მაგრამ სოციალურ ქსელში კლუბის მფლობელმა ჟვეტომირ ნაიდენოვმა დვალის ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელიც დაასათაურა: ქართველი ოსტატი.
შესაბამისად, ეს აშკარა მინიშნებაა, რომ ლაშა კარიერას ცსკა-ში გააგრძელებს, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „აპოელთან“ კონტრაქტი ამოეწურა და უგუნდოდ იყო.
ლაშა დვალი ნიქოზიის „აპოელში“ ბოლო სამი სეზონი თამაშობდა, მანამდე „სკონტოს“, „რედინგის“, „ქასიმპაშას“, „დუისბურგის“, „ირტიშის“, „შლიონსკის“ და „პოგონის“ ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 45 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.