ფეხბურთი

20:59 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ადრიენ რაბიო ტრანსფერზე დააყენა

მარსელის „ოლიმპიკმა“ ადრიენ რაბიო ტრანსფერზე დააყენა. ფრანგმა ფეხბურთელმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი კლუბი უნდა მოძებნოს.

რაბიომ „რენთან“ მატჩის შემდეგ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან გასახდელში იჩხუბა, რის გამოც კლუბმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრანსფერზე დააყენეს როუც.

რაბიო „მარსელმა“ შარშან უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელს მანამდე „ტულუზში“, პსჟ-სა და „იუვენტუსში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167934