„მანჩესტერ სიტი“ კლაუდიო ეჩევერის „ლევერკუზენში“ გაანათხოვრებს. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
19 წლის არგენტინელი ოთხშაბათს გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ერთწლიანი იჯარით შეუერთდება „ფარმაცევტებს“. გამოსყიდვის უფლება გარიგებაში არ შედის. ნიჭიერი შემტევი „ლევერკუზენში“ სათამაშო პრაქტიკისთვის გადადის.
ეჩევერი „სიტიმ“ „რივერ პლეიტიდან“ შეიძინა და სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ მაღალი კონკურენციის გამო კლუბის დროებით დატოვება მოუწია.