ფეხბურთი

21:57 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ ორ ფრანგულ კლუბს უარი უთხრა

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ორ ფრანგულ კლუბს უარი უთხრა. ამის შესახებ ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება.

ფრანგი ჟურნალისტის ცნობით, „პარიზი“ და „რენი“ დაინტერესებული იყვნენ მიქაუტაძის შეძენით, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა „ლიონის“ გარდა სხვა ფრანგულ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა.

ტავოლიერი ასევე წერს, რომ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული ინტერესი, მეტიც, ყველაზე ძლიერი და შესაძლოა, მოქმედებაც დაიწყოს, თუ ელი ვაჰი გუნდს დატოვებს.

თუმცა, „ლიონიდან“ მიქაუტაძის წასვლის შანსი მიზერულია, თითქმის გამორიცხულია, რადგან ის კლუბის მთავარი ფორვარდია, შეიძლება ითქვას, უკონკურენტოა თავის პოზიციაზე, რადგან მისი ალტერნატივა ალეხანდრო გომესი მხოლოდ 17 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ სეზონი გოლით დაიწყო და ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან“ „ლიონს“ მოაგებინა (1:0).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.121054