ფეხბურთი

22:40 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშის" ორი ვარიანტი: დავითაშვილი ერთ-ერთია

სტამბოლის „ბეშიქთაში“ „სენტ ეტიენიდან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Takvim-ის ცნობით, „არწივებს“ მარცხენა გარემარბის პოზიციის გასაძლიერებლად ორი ვარიანტი აქვთ - დავითაშვილი და „სასუოლოს“ ფრანგი შემტევი არმან ლორიენტე. წყაროს თანახმად, ერთ-ერთი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენი“ 15-20 მილიონ ევროდ აფასებს, ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ფრანგებმა არაერთხელ თქვეს, რომ მასთან განშორება მხოლოდ მათთვის მისაღები პირობებითაა დასაშვები.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა ლიგა 2-ის ორ მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093473