ჭიდაობა

23:11 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჭეჭელაშვილის ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე

ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დავით ჭეჭელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ 79 კგ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში მარცხი განიცადა, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც პირველი შეხვედრა მოიგო, ხოლო შემდეგ მედლისთვის ბრძოლაში ინდოელი ამიტ ამიტი 9:6 დაამარცხა.

ეს საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალია მიმდინარე ტურნირზე, მანამდე იგივე სინჯის მედალი კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091347