ბერგამოს „ატალანტამ“ მატეო რეტეგის შემცვლელი იპოვა და „ლეჩედან“ ნიკოლა კრსტოვიჩს დაიმატებს.
მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და მონტენეგროელი ფორვარდი ბერგამოელებს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც ბონუსებიც დაემატება. კრსტოვიჩის ხელფასი სეზონში 1.7 მილიონი ევრო ინქება და კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ნიკოლა კრსტოვიჩი „ლეჩეში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 75 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ის სლოვაკურ „დუნაისკა სტრედაში“ ირჯებოდა.