ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის სტადია დაიწყო, სადაც პირველი სამი მატჩი გაიმართა და სამივეში სტუმრებმა მოიგეს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს აზერბაიჯანის და კვიპროსის ჩემპიონებმა... განსაკუთრებით „ყარაბაღმა“, რომელმაც უნგრეთში „ფერენცვაროში“ 3:1 დაამარცხა, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა და ძნელად წარმოსადგენია, ის შინ გაანიავოს.
„ყარაბაღი“ უნგრეთში პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მოიგო.
კვიპროსული „პაფოსი“ აგრძელებს ყველას გაოცებას და ამჯერად, ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდას“ 2:1 სძლია. კვიპროსელები 2:0-საც იგებდნენ, შემდეგ სერბებმა გაქვითეს ერთი გოლი. თუმცა, „პაფოსმა“ უპირატესობა მოიპოვა და საკმაო ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპისკენ.
ბელგიურმა „ბრიუგემ“ გლაზგოში, „რეინჯერსს“ აჯობა - 3:1. ბელგიელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს თამაში, მეშვიდე წუთზე 2:0-ს, ხოლო მეოცე წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ. სქოთებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლით უპასუხეს.
საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება, მაგრამ „პაფოსმა“, „ყარაბაღმა“ და „ბრიუგემ“ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს მთავარ ბადეში მოხვედრისკენ.