მადრიდის „რეალმა“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ჩაბი ალონსოს გუნდმა ლა ლიგის პირველ ტურში პამპლონას „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.
„სამეფო კლუბს“ ადვილად არ მოუგია, გაუჭირდა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. 51-ე წუთზე კილიან მბაპემ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
„რეალი“ ლა ლიგის მეორე ტურში სტუმრად 24 აგვისტოს, „ოვიედოს“ დაუპირისპირდება.