ფეხბურთი

2:02 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კევინ ტრაპი საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

ვეტერანი გერმანელი მეკარე კევინ ტრაპი საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელი „პარიზს“ შეუერთდა.

ფრანგულმა კლუბმა ფრანკფურტის „აინტრახტს“ ერთი მილიონი ევრო გადაუხადა.

ტრაპი 2015-2018 წლებში „პარი სენ-ჟერმენის“ კარს იცავდა, შესაბამისად, ქალაქს და საფრანგეთის ჩემპიონატს კარგად იცნობს. გერმანელმა კარიერა „კაიზერსლაუტერნში“ დაიწყო, ხოლო „აინტრახტში“ 2012-2015 და 2018-2025 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091745