ჩოგბურთი

10:31 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეკატერინე გორგოძემ US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ამერიკაში იმყოფება და US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებს მონაწილეობას. 33 წლის ჩოგბურთელმა პირველი ეტაპი წარმატებით დაიწყო, მან ბრიტანელი ჩოგბურთელი ჰითერ უატსონი სამ სეტში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ეკატერინემ პირველი სეტი 3:6 დათმო, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორა და ზედიზედ ორი სეტი მოიგო (6:3, 6:4) და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ისევ ბრიტანელი ფრანჩესკა ჯოუნსი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება დღეს 23:30 საათზეა ჩანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის მატჩს დღეს გამართავს და მისი მეტოქე შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰუესლერი (ATP 228) იქნება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092369