თამაშგარე

10:35 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დადგა ჟამი რონალდუს ქორწინებისა

მრავალშვილიანი კრიშტიანუ რონალდუ აქამდე უცოლო კაცის სტატუსით რომ სარგებლობდა, იცოდით? არადა, მიუხედავად საყვარელმრავლობისა, პორტუგალიელი სუპერმეგოლე აქამდე ოფიციალურად ჯვარდაწერილი არასოდეს ყოფილა და როგორც ჩანს, სწორედ ახლა დადგა ნეტარი ჟამი, როდესაც ცოლიანი კაცი უნდა გახდეს.

კრიშტიანუ და მისი ჯერ კიდევ გულისსწორი ჯორჯინა ქორწილს სექტემბერში აპირებენ, მანამდე კი, რონალდუმ საყვარელ ქალს ისეთი საჩუქრები დააყარა თავზე, სწორედ მას რომ ეკადრება. მხოლოდ იმის აღნიშვნა ღირს ერთ რამედ, რომ საქორწინო ბეჭედში (რასაც ფოტოზეც ხედავთ) 6 მილიონი ევრო გადაიხადა!

ბეჭდის გარდა, დაახლოებით ამდენივე თანხა დაუჯდა საქორწილო კაბები, სხვადასხვა სამკაულები და ბრჭყვიალეულობა. თავად ქორწილი სად ჩატარდება, როგორი იქნება და რამდენი თანხა დაჯდება, ეს ჯერ არაა ცნობილი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რონალდუ არც ამაზე დაზოგავს თავსა და ჯიბეს.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092536