ფეხბურთი

12:14 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

21 აგვისტოს, უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრაში "თელ-ავივის მაკაბი" "კიევის დინამოს" უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი - ბაკურ ნინუა.

შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092043