ფეხბურთი

13:20 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარიერაში მესამედ, მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მანჩესტერის ოპერის თეატრში ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ცერემონია გაიმართა, სადაც 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესოები გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა კარიერაში მესამედ მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, რითაც გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ტიტული ამდენჯერ დაისაკუთრა.

პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული "ასტონ ვილას" შემტევ მორგან როჯერს ერგო, ხოლო ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეიმს ტრაფორდი დასახელდა, რომელმაც "ბარნლისთან" ერთად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. (ახლა ის მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია).

PFA-ამ ასევე სეზონის საუკეთესო თერთმეტეულიც შეადგინა:

მეკარე - მაც სელსი (ნოტინგემი)

მცველები - ვილიამ სალიბა, გაბრიელ მაგალაესი (ორივე არსენალი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), მილოშ კერკეზი (ბორმუთი)

ნახევარმცველები - ალექსის მაკ ალისტერი, რაიან გრავენბერხი (ორივე ლივერპული), დეკლან რაისი ( არსენალი)

თავდამსხმელები - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი), კრის ვუდი (ნოტინგემი).

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პრემიერლიგა "ლივერპულმა" მოიგო, ხოლო მოჰამედ სალაჰმა 38 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096698