ფეხბურთი

13:41 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "უკეთესად მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონდა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ "ოსასუნასთან" პირველ ტურში მოგებული მატჩის შემდეგ (1:0) პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, უკეთესად მოსამზადებლად ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვიდან თამაშობენ საკმარისი დრო არ ჰქონდათ, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და გუნდი უკეთესად ათამაშდება.

"გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან გაძლევს სიმშვიდეს და დროს უკეთესად მოემზადო. ჩვენს თამაშში იყო, როგორც კარგი ისე ცუდი მომენტები. ვფიქრობ, რომ გუნდი მზად არიყო დაბალი დაცვის ხაზის წინააღმდეგ სათამაშოდ, ბოლო მესამედში გადაწყვეტილებების მიღება ჭირდა და მომენტებს ფაქტიურად ვერ ვქმნიდით. ამისთვის მზად არ ვიყავით, რადგან ახალი სეზონის მოსამზადებლად მხოლოდ 2 კვირა გვქონდა. ჩვენ მაქსიმალურად ვიხარჯებით, სასურველ კონდიციამდე დიდი გზა გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამას მალე მივაღწევთ და გულშემატკივარი იმ ფეხბურთს იხილავს, რომელსაც ყოველთვის ელიან ჩვენგან." - განაცხადა ალონსომ.

"რეალის" მხრიდან ერთადერთი გოლი კილიან მბაპეს ანგარიშზეა, რომელმაც 51-ე წუთზე მისავე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა.

ცნობისთვის, "რეალი“ ლა ლიგის მეორე ტურში სტუმრად 24 აგვისტოს, „ოვიედოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095933