UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. სომეხი მებრძოლის თქმით, შესაძლოა ოქტომბერში ან ნოემბერში იჩხუბოს.
"როგორც ვიცი ილია თოფურიას ჩხუბი ჯერ არ უნდა და ოქტაგონზე დაბრუნებას იანვარში ან თებერვალში განიხილავს. აქედან გამომდინარე მზად ვარ ოქტომბერში-ნოემბერში ვიჩხუბო, რადგან დიდი დრო გავიდა იქიდან, რაც ბოლოს ვიბრძოლე. ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან საუბარი მქონდა და მითხრეს, რომ შესაძლოა აბუ-დაბიში ან კატარში ჩამინიშნონ ბრძოლა. შესაძლო მეტოქეები? შეიძლება ეს ჯასტინ გეიჯი, დენ ჰუკერი ან პედი პიმბლეტი იყოს. პირადად მე მინდა, რომ პიმბლეტს შევხვდე, ოქტაგონზე გავიდე და გავთიშო." - განაცხადა არმან ცარუკიანმა.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა 2024 წლის დასაწყისსში გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.