ფეხბურთი

14:57 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

28 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა გადრანი ყაზახური "ქაირათიდან" კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს და "ბეითარს" შეუერთდება.

აღნიშნული გარიგება ოფიციალურად "ბეითარის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. მათი ცნობით ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 1,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს ოფიციალურად დეკემბერში შეუერთდება, იქამდე კი "ქაირათში" ითამაშებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფშია, სადაც მათი მეტოქე შოტლანდიური "სელტიკი" იქნება.



შეგახსენებთ, რომ ლუკა გადრანი "ქაირათის" ღირსებას 2024 წლიდან იცავდა, მან გასულ სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092739