26 წლის გერმანელი ფეხბურთელი კაი ჰავერცი ტრავმირებულია და "არსენალს" გაურკვეველი დროით გამოაკლდა. აღნიშნულ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანელმა ფეხბურთელმა ოთხშაბათს "მეთოფეების" სავარჯიშო პროცესი გამოტოვა, ამის მიზეზი კი მუხლის ტრავმაა. ჯერ ჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს ჰავერცს.
კაი ჰავერცმა პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი "მანჩესტერის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მე-60 წუთზე შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ კაი ჰავერცი "არსენალის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 15 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.