„მანჩესტერ სიტის“ მცველი მანუელ აკანჯი სავარაუდოდ, კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბები უახლოვდებიან შეთანხმებას და გარიგება 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფარგლებში შედგება. საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თურქული კლუბი ფეხბურთელს უახლოეს საათებში წარუდგენს შეთავაზებას, რათა გარიგება ამ კვირაში დაასრულოს.
მანუელ აკანჯი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 136 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე შვეიცარიელი ფეხბურთელი „დორტმუნდის“, „ბაზელის“ და „ვინთერტურის“ ღირსებას იცავდა.