„მილანი“ ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ვიქტორ ბონიფასის შეძენას ცდილობს. იტალიური კლუბი გერმანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს, ხოლო ფეხბურთელი „მილანში“ გადასვლაზე თანახმაა.
24 წლის ნიგერიელი „ლევერკუზენში“ 2023 წლიდან თამაშობს და 61 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის ნორვეგიული „ბოდო გლიმტის“ და ბელგიური „უნიონის“ წევრი იყო.