იტალიელი ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა „უდინეზეში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში ვრცელდება.
ძანიოლო სტამბოლის „გალათასარაის“ საკუთრებაშია, თუმცა თურქული კლუბის გეგმებში არ შედის. სტამბოლელები იტალიელს 15-20 მილიონ ევროდ აფასებენ, ხოლო უდინელთა მიზანია თურქების მოთხოვნები შეამცირონ.
ნიკოლო ძანიოლოს კარიერის განმავლობაში „ვირტუს ენტელაში“, „ინტერში“, „რომაში“, „ასტონ ვილაში“, „ატალანტასა“ და „ფიორენტინაში“ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ „უდინეზემ“ მიმდინარე ზაფხულს ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე დაიმატა.