ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელი ელიფ ელმასი შესაძლოა „ნაპოლიში“ დაბრუნდეს.
იტალიურ კლუბს ტრანსფერზე მუშაობა დაწყებული აქვს და 25 წლის ფეხბურთელი თანახმაა ნეაპოლელთა რიგებში დაბრუნდეს. „ლაიფციგი“ ელმასს 13-15 მილიონ ევროდ აფასებს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ელიფ ელმასმა „ნაპოლიში“ 2019-2024 წლებში 189 მატჩში 19 გოლი გაიტანა, შემდეგ „ლაიფციგში“ გადავიდა, სადაც 22 უგოლო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ტორინოში“ იყო, სადაც 13 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.