ფეხბურთი

20:06 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

44 წლის ბრაზილიელი მეკარის უნიკალური რეკორდი

„ფლუმინენსეს“ ვეტერანი მეკარე ფაბიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიულ დონეზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ფაბიომ 20 აგვისტოს, „ამერიკას“ წინააღმდეგ კარიერაში 1391-ე თამაში ჩაატარა, რითაც ლეგენდარული ინგლისელის, პეტერ შილტონის მიღწევა გააუმჯობესა, რომლის აქტივში 1390 მატჩია. მესამე ადგილზეა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც კარიერას ისევ აგრძელებს.

ფაბიომ 976-ჯერ „კრუზეიროში“ ითამაშა, 235-ჯერ „ფლუმინენსეში“, 150-ჯერ „ვასკო და გამაში“, ხოლო 30-ჯერ „უნიაოში“. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ფაბიო არაერთხელ იყო ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული, მაგრამ ეროვნულ გუნდში ერთხელაც არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169095