ფეხბურთი

21:15 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" რომელუ ლუკაკუს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ტრავმის შემდეგ ოპერაციას არ გაიკეთებს. ქირურგებთან კონსულტაციის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბელგიელი დაზიანებას თერაპიული კურსით მოირჩენს და 3-4 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ამავდროულად, Sky Sport-ი იტყობინება, რომ ლუკაკუს „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის განაცხადში არ შეიყვანს.

ეს ლოგიკურია, რადგან დეკემბრამდე ბელგიელის დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია, ხოლო იანვარში კლუბს ექნება განაცხადის განახლების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს მძიმე ტრავმის შემდეგ „ნაპოლი“ სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნდა და ახალ ფორვარდს ეძებს. ჯერჯერობით, უცნობია, ვის დაიმატებს იტალიური კლუბი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092479