ფეხბურთი

21:51 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცეცხლაძის ბენეფისი: 0:2-ზე შევიდა, პოკერი შეასრულა და "სპაერი" მეოთხედფინალში გაიყვანა

საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული „სპაერი“ ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს და მეოთხედფინალში გავიდა.

ანზორ კიღურაძის გუნდმა მერვედფინალში ფოთის „კოლხეთი“ დრამატულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა. „კოლხეთი“ სანდრო ავალიანის და ნიკოლოზ ცხოვრებაშვილის გოლებით 2:0-ს იგებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობა გაანიავა.

ყველაფერი გიორგი ცეცხლაძემ შეცვალა, რომელიც შეცვლაზე, 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე და შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მან 73-ე წუთზე შეამცირა სხვაობა, 10 წუთის შემდეგ პენალტი გააცუდა, მაგრამ 93-ე წუთზე დუბლი მაინც გაიფორმა, ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

ფოთელებმა ცეცხლაძის შეჩერება ვერც იქ მოახერხეს, „სპაერის“ ფორვარდმა 105-ე და 109-ე წუთებზე კიდევ ორჯერ გაიტანა და პოკერი შეასრულა!

შედეგად, ყველა მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა: „მეშახტე“ – „იბერია“, „ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“, „სპაერი“ – „დილა“ და „რუსთავი“ – „სამტრედია“. მატჩები 23 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.158187