კალათბურთი

22:25 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების განაცხადი 3 კალათბურთელით შემცირდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპიდან სამი კალათბურთელი გაუშვა.

გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი და სანდრო სანაძე განაცხადს მიღმა დარჩნენ. ამ უკანასკნელმა გუშინწინდელი ვარჯიშის დროს ფეხი ისე ამოიბრუნა, რომ თაბაშირში ჩაუსვეს. სანდრო სანაძისთვის სანაკრებო შეკრება დასრულდა.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ამჟამად 13 კალათბურთელია, საბოლოო განაცხადში 12 მოთამაშე უნდა მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 აგვისტოს, ჩეხეთთან სტუმრად ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, ბოსნიასა და კვიპროსს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094687