ფეხბურთი

23:03 | 20.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" მცველი კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს

ლონდონის „ჩელსის“ მცველი რენატო ვეიგა კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხუთშაბათს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევროა, რასაც ბონუსად 4.5 მილიონიც დაემატება.

რენატო ვეიგა „ჩელსიმ“ 2024 წელს „ბაზელიდან“ შეიძინა და 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი „იუვენტუსში“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 15 უგოლო თამაში ჩაატარა. მანამდე ვეიგა „აუგსბურგსა“ და „სპორტინგში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094485