ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ოთხი მატჩი გაიმართა, საიდანაც ერთში ინტრიგა პირველივე შეხვედრაში დაიკარგა.
ეს „ბოდო გლიმტი“ – „შტურმის“ წყვილში: ნორვეგიის ჩემპიონმა ავსტრიის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე უბრალოდ გაანადგურა - 5:0. „ბოდო გლიმტი“ ძალიან კარგი გუნდია, გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა, ხოლო შინ პრაქტიკულად დაუმარცხებელია.
თუმცა, ეს ანგარიში მაინც ნაკლებად იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტია. გრაცში გასამართი შეხვედრა პრაქტიკულად ფორმალობად იქცა. ოთარ კიტეიშვილმა 83-ე წუთამდე ითამაშა. დიდი ალბათობით, „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე ზედიზედ მეორედ ვერ ითამაშებს და ამჯერად ევროპა ლიგაზე მოუწევს გამოსვლა.
დანარჩენ სამ წყვილში ყველაფერი გასარკვევია, რადგან სამივე მატჩი ფრედ დასრულდა.
„ბაზელმა“ და „კოპენჰაგენმა“ შვეიცარიაში გოლები გაცვალეს, საპასუხო მატჩი დანიაში შედგება. უგოლოდ დასრულდა „ფენერბაჰჩე“ – „ბენფიკას“ და „სელტიკი“ – „კაირატის“ მატჩები. აღსანიშნავია ყაზახური კლუბის ფრე „სელტიკ პარკზე“ და ბუნებრივია, შინ უპირატესობა ექნება.
აღნიშნული წყვილების საპასუხო დაპირისპირები ერთ კვირაში გაიმართება.