ფეხბურთი

11:40 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" მონტენეგროელი თავდამსხმელი დაიმატა

ბერგამოს „ატალანტამ“ „ლეჩედან“ მონტენეგროელი ფორვარდი ნიკოლა კრსტოვიჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ „ლეჩემ“ ორი წლის წინ „დუნაისკა სტრედადან“ ის 3 მილიონ ევროდ შეიძინა, ასე რომ, სოლიდური ფინანსური მოგება მიიღო.

მონტენეგროელმა „ატალანტაში“ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მატეო რეტეგი უნდა შეცვალოს, რომელიც საუდის არაბეთში გადავიდა.

ნიკოლა კრსტოვიჩი „ლეჩეში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 75 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ის სლოვაკურ „დუნაისკა სტრედაში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094575