ლონდონის „არსენალმა“ ლონდონის „ტოტენჰემს“ ებერეჩი ეზესთვის ბრძოლა ძალიან სწრაფად მოუგო.
ინგლისელი „დეზებში“ ტრანსფერთან ახლოს იყო, რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ საქმეში „არსენალი“ ჩაერთო და ძალიან სწრაფად, ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება შედგა - ეზე „არსენალის“ წევრი გახდება.
„კრისტალ პალასი“ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს და ებერეჩი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „არსენალთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
მიკელ არტეტას გუნდმა ეზეს ტრანსფერზე მიბრუნება მას შემდეგ გადაწყიტა, რაც კაი ჰავერტცმა ტრავმა მიიღო და გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდა.
ებერეჩი ეზემ „კრისტალ პალასში“ 2020 წლიდან 167 მატჩში 39 გოლი გაიტანა და ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო. მანამდე ის ქპრ-ს და „უიკომბის“ ღირსებას იცავდა.