ფეხბურთი

11:04 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ლუკაკუ შესაძლოა დანიელი ფეხბურთელით შეცვალოს

„ნაპოლი“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რასმუს ჰოილუნის დამატებაზე მუშაობს. იტალიის მოქმედ ჩემპიონს რომელუ ლუკაკუ დიდი ხნით გამოაკლდა, რის გამოც ფორვარდის შეძენის აუცილებლობის წინაშე დადგა.

კლუბებს შორის კონტაქტი შედგა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჰოილუნს „მანჩესტერის“ დატოვება იჯარით არ სურს, დანიელის სურვილია, რომ ის კლუბმა გაყიდოს ან უარეს შემთხვევაში, კონტრაქტში ჩაიდოს გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტი, რათა ახალ კლუბში უფრო თავდაჯერებული იყო.

სკანდინავიელის სურვილი „მანჩესტერში“ დარჩენაცაა, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან კლუბის გეგმებში აღარ შედის. ამიტომაც, თუ წასვლა მოუწევს, გარანტიის მიღება უნდა და არა უბრალოდ იჯარა.

22 წლის რასმუს ჰოილუნმა „მანჩესტერში“ 2023 წლიდან 95 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მას იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ერთი სეზონი „ატალანტაში“ გაატარა. მანამდე დანიელი გრაცის „შტურმის“ და „კოპენჰაგენის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168262