ფეხბურთი

10:26 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" დირექტორი რაბიოს ჩხუბზე: "მსგავსი სცენები არასდროს მინახავს"

„მარსელის“ სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ ადრიენ რაბიოსა და ჯონათან როუს ჩხუბზე ისაუბრა.

როგორც მაროკოელმა აღნიშნა, მსგავსი სცენები ფეხბურთში არასდროს უნახავს. კლუბმა ორივე ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და პოზიციის შეცვლას არ აპირებს:

„მსგავსი სცენები არასდროს მინახავს. ფეხბურთელები შოკში იყვნენ. აქ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და სახეში მუშტები არ უნდა ვურტყათ. რაც მოხდა, ძალიან მძიმეა და უკან დახევას არ ვაპირებთ. გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, რაბიო და როუ ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, არ გაგვიჭირდება მათთვის კარგი კლუბების პოვნა. ტელეფონი არ გაჩერებულა, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“, - თქვა ბენატიამ.

აქვე გეტყვით, რომ ჯონათან როუ ძალიან ახლოსაა „ბოლონიაში“ ტრანსფერთან და „მარსელი“ მას 20 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო რაბიოს ფასი 15 მილიონია. ფრანგი ფეხბურთელი სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088964