თამაშგარე

12:14 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენის ქალიშვილმა სატრფო გამოაჩინა

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის მაიკლ ოუენის ქალიშვილი და სატელევიზიო პროექტ „Love Island“-ის ფინალისტი ჯუმა ოუეინი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს თვალსასეირო ფოტოებს, სადაც ის და მისი შეყვარებული, საცხენოსნო სპორტის მიმდევარი რედ მორგანი, ერთად ატარებენ დროს ოკეანის სანაპიროზე და სასტუმროს აუზთან.

ფოტოების ხილვის შემდეგ, დაუკვირვებელი თვალითაც მივხვდებით, რომ წყვილი აშკარად ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და არ ერიდებიან ტრფიალებისა და ემოციის გამოხატვას. ჯემამ, რომელიც მოდელის კარიერასაც აგრძელებს, ბევრ მამრს აუბნია თავგზა, თუმცა არჩევანი მაინც სპორტსმენზე შეაჩერა.

ინგლისის ბულვარული პრესა უკვე საუბრობს მაიკ ოუენის ქალიშვილისა და რედ მორგანის საერთო მომავალზე და ჯემასა და რედის იდეალურ წყვილად მიიჩნევენ. „ყვთელი მოკალმეების“ აზრით, ეს სიყვარული აუცილებლად დასრულდება ქორწინებით და ეს უახლოეს 1 წელში მოხდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093358