„ლივერპულის“ ფეხბურთელი ჰარვი ელიოტი გერმანულ „ლაიფციგში“ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.
ინგლისელი შემტევისთვის „ლაიფციგს“ 2030 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი მზად აქვს. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
ჰარვი ელიოტი „ლივერპულის“ წევრი 2019 წლიდანაა და 148 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მან ასევე უთამაშია „ფულჰემსა“ და „ბლექბერნ როვერსში“.