ფეხბურთი

15:06 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩე" მექსიკელ ფეხბურთელს დაიმატებს

სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ მექსიკელ ფეხბურთელს, ედსონ ალვარესს დაიმატებს.

ტრანსფერზე ყველა დეტალი შეთანხმებულია და 27 წლის ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს გუნდის წევრი გახდება. ალვარესით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ „ფენერმა“ კონკურენტებს აჯობა.

ბოლო ორ სეზონში მექსიკელმა „ვესტ ჰემში“ 73 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ამერიკას“ და „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09562