შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი ნოა ოკაფორი კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„ლიდსმა“ „მილანს“ 20.5 მილიონი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ხელფასის სახით შვეიცარიელი სეზონში 2.4 მილიონ ევროს მიიღებს.
ნოა ოკაფორი „მილანში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 54 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ნაპოლიში“ გაატარა, მაგრამ ოთხი უგოლო თამაში ჩაატარა. მანამდე შვეიცარიელი შემტევი „ზალცბურგის“ და „ბაზელის“ წევრი იყო.