„ლიონის“ ფეხბურთელმა ტაილერ მორტონმა „მეცთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ის სათამაშოდ საუკეთესო ტიპის თავდამსხმელია, ჭკვიანი და გამორჩეული:
„ჟორჟი გამორჩეული მოთამაშეა, ძალიან ინტელექტუალური და ჭკვიანი. ის შესანიშნავი ბომბარდირია, საუკეთესო ტიპის თავდამსხმელია სათამაშოდ. მომწონს გარემარბებთან და თავდამსხმელებთან ურთიერთობა, ეს არის ის, რაც მჭირდება. მომწონს მცველების ზურგს უკან თამაში. ის ძალიან კარგია და ერთმანეთის გასაგებად ბევრი სავარჯიშო სესია არ დაგვჭირვებია“, - აღნიშნა მორტონმა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით სტუმრად „ლანსი“ 1:0 დაამარცხა.
23 აგვისტოს, „ლიონი“ „მეცს“ უმასპინძლებს და მიქაუტაძე პირველად ითამაშებს იმ კლუბის წინააღმდეგ, საიდანაც მისი პროფესიული კარიერა დაიწყო.