ფეხბურთი

19:35 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკი დე იონგმა აგენტი შეიცვალა და "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

"ბარსელონას" 28 წლის ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა აგენტი შეიცვალა და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. როგორც ესპანური გამოცემა El Chiringuito იტყობინება, ნიდერლანდელის ახალ აგენტ, სებასტიან ლადურასა და "ბარსას" სპორტულ დირექტორ დეკუ სოუზას შორის გამართულმა პირველმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და მხარეებმა შეთანხმებას თითქმის ყველა საკითხზე მიაღწიეს.

ფრენკი დე იონგმა აგენტი იმის გამო შეიცვალა, რომ მას სურდა ფეხბურთელს კატალონიური კლუბი დაეტოვებინა, რაც თავად დე იონგს არ სურდა. მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეხბურთელის დაუკითხავად აგენტმა "ბარსელონას" ხელმძღვანელების შემოთავაზებაზე, რომ სახელფასო დავალიანებას კლუბი არა ერთ სეზონში, არამედ მომდევნო სეზონებში ეტაპობრივად დაფარავდა, უარი განაცხადა.

"ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო დე იონგთან სახელფასო დავალიანება ჰქონდა და ნიდერლანდელი გარკვეული პერიოდი ხელფასის გარეშე თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მას ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.158604