ფეხბურთი

17:20 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვერნაძე სერია B-ს კლუბს სურს, საუბარი ბარტერზეა

„ფროზინონემ“ და „კატანძარომ“ მოლაპარაკებები დაიწყეს გიორგი კვერნაძისა და ნიკოლო ბუზოს შესაძლო გაცვლაზე.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, „ფროზინონეს“ შეტევის დაკომპლექტება ბუზოს ტრანსფერით სურს, მაგრამ „კატანძარომ“ სანაცვლოდ კვერნაძე მოითხოვა. თავის ხრივ, „ფროზინონესთვის“ ქართველი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ, კლუბმა დამატებით ფულიც მოითხოვა.

კალაბრიელები „ფროზინონეს“ ფინანსურ მოთხოვნას გადაჭარბებულად მიიჩნევენ, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში სიტუაციის მონიტორინგი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ წევრი 2023 წლიდანაა. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონი გოლით დაიწყო და იტალიის თასზე „მონცას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091671