38 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა, რომელიც ამჟამად "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავს, MLS-ის ჩემპიონატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკაში ჩემპიონატი მაღალი დონისაა და აქ ფეხბურთელები დასასვენებლად არ ჩამოდიან.
"დამიჯერეთ, MLS-ის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონისაა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ გამორჩეული ფეხბურთელები აქ დასასვენებლად და მოსადუნებლად ჩამოდიან ძალიან ცდებიან. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ისევ ისე მსურს, რომ ბევრი გოლი გავიტანო და კარგად ვითამაშო და თუ ეს არ გამომდის, ისევ ისე ვბრაზდები და ცუდ ხასიათზე ვარ, როდესაც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა." - განაცხადა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი "ინტერ მაიამის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს. მას თავის დროზე უთამაშია "ბარსელონაში", "ლივერპულსა" და "აიაქსში".