ფეხბურთი

18:26 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "დონარუმა? გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, თუმცა მშვიდად ვართ, რადგან ვიცით საით მივდივართ"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ანჟერთან" გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ესპანელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის ენრიკემ კომენტარი ჯანლუიჯი დონარუმას, ლუკას შევალიეს და საფონოვი ზაბარნის ურთიერთობაზე გააკეთა.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ "პარკ დე პრენსზე" დაბრუნება

"ჩვენი სტადიონი და გულშემატკივრები ძალიან მოგვენატრნენ. აქ ატმოსფერო ძალიან განსხვავებულია. ათი თამაშია, სტუმრად ვთამაშობთ და დროა, ჩვენი გულშემატკივრებით დავტკბეთ. გვინდა, რომ ამ შეხვედრაში საუკეთესოდ ვითამაშოთ. ამ მატჩისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ."

თქვენი მხრიდან დონარუმას ლუკას შევალიეთი ჩანაცვლება გაბედული გადაწყვეტილება იყო...

"ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ საჯაროდ არაფრის ახსნას არ ვაპირებ. რთულ გადაწყვეტილებებს მიჩვეული ვარ. ჩვენ მშვიდად და თავშეკავებულად ვართ. ვიცით, სად გვინდა წასვლა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ შევალიეს ტრანსფერი ჩვენს გუნდს უფრო დაეხმარება მობილურობაში, ის მოგვცემს მეტ დროს და სივრცეს. მეკარემ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მეტოქის პრესინგიდან გამომდინარე, დააზღვიოს მცველები და მოედანს ხედავდეს.

როგორ მიდის უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნისა და რუსი მეკარე მატვეი საფონოვის თანაცხოვრება?

"სპორტი ადამიანების გაერთიანების საუკეთესო საშუალებაა. ფეხბურთი აერთიანებს და არ აშორებს. სპორტი ფინანსურ და პოლიტიკურ საკითხებს სცილდება."

ტაქტიკურად, რა სიახლე იქნება ამ სეზონში?

"რის შეცვლას ვაპირებთ ტაქტიკურად ეს საზოგადოებისთვის უცნობი იქნება, ეს ჩემი საქმეა. თუ გვსურს გავიმეოროთ ის, რაც გასულ სეზონში გავაკეთეთ, უნდა გავაგრძელოთ არაპროგნოზირებადობა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებები მოთამაშეებთან დაკავშირებით."

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ლიგა 1 "ნანტთან" მოგებით დაიწყო, ხოლო მეორე ტურის მანტჩს "ანჟერის" წინააღმდეგ ხვალ 22 აგვისტოს გამართავს, შეხვედრა 22:45 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088731