ფეხბურთი

20:05 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" ფეხბურთელი: "იმედია, მიქაუტაძე ჩვენთან მატჩში ავტოგოლს გაიტანს"

„მეცის“ ფეხბურთელმა კოფი კუაომ „ლიონთან“ მატჩის წინ იხუმრა და თქვა, რომ იმედი აქვს, გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ წინააღმდეგ ავტოგოლს გაიტანს.

მიქაუტაძისთვის „მეცი“ მშობლიური კლუბია, რომლის წინააღმდეგ კარიერაში პირველად ითამაშებს, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ამის შესახებ განაცხადა:

„იმედი მაქვს, რომ ამ შაბათს ავტოგოლს გაიტანს (იცინის). ჟორჟი „მეციდან“ წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მას წარმოუდგენელი ნიჭი აქვს. მან აქ სხვა განზომილება შეიძინა. სამი წლის წინანდელი ჟორჟი მეორე დივიზიონში ისეთი არ იყო, როგორც ჩემპიონატის ბოლოს. მაშინაც, როცა „აიაქსში“ წავიდა და დაბრუნდა, დავინახეთ, თუ რა კლასის მოთამაშეა. ისე შესანიშნავია, იმედი მაქვს, გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, მაგრამ არა ჩვენს წინააღმდეგ“, - თქვა კუაომ.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით სტუმრად „ლანსი“ 1:0 დაამარცხა.

23 აგვისტოს, „ლიონი“ „მეცს“ უმასპინძლებს და მიქაუტაძე პირველად ითამაშებს იმ კლუბის წინააღმდეგ, საიდანაც მისი პროფესიული კარიერა დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096257