UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა შუგა შონ ო'მალიმ MMA Junkie-თან ინტერვიუს დროს, ქართველ მებრძოლებზე ილია თოფურიაზე და მერაბ დვალიშვილზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა.
მერაბ დვალიშვილზე და მის მომდევნო ორთაბრძოლაზე:
"ეს ბიჭი გაყინულ წყალში თავით გადახტა და სულაც არ მიკვირს რომ ერთ წელში უკვე მესამედ იბრძვის. მერაბი უბრალოდ ველურია და ბრძოლისთვისაა შექმნილი. ის ყველა ბრძოლას განსხვავებულად ხვდება და აუმჯობესებს. რაც შეეხება კორი სენდჰეგენს, მასზე იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ჭკვიანი მებრძოლია, არა მხოლოდ სუპერ მსუბუქ დივიზიონში არამედ სრულიად UFC-ში. მათ ბრძოლას ძალიან ველოდები, რადგან მაინტერესებს რას მოიფიქრებს კორი მერაბის წინააღმდეგ და რას შემოგვთავაზებს."
ილია თოფურიაზე გაკეთებული განცხადება:
"ილია თოფურია შესანიშნავი მებრძოლია და როგორც გულშემატკივარს, მისი ბრძოლების ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ის გამოდის ოქტაგონზე და ანოკაუტებს ვოლკანოვსკის, ჰოლოვეის და ოლივეირას. სამივე მათგანი UFC-ის დიდების დარბაზის წევრები არიან. ილიას კრივთან ერთად, შესანიშნავი ჭიდაობა და გრეპლინგი აქვს." - განაცხადა ო' მალიმ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ო' მალი ორჯერ დაამარცხა, ერთხელ როცა საჩემპიონო ქამარი წაართვა, ხოლო მეორედ რემატჩში, სადაც ამერიკელი მებრძოლი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას ოქტომბერში გამართავს და მისი მოწინააღმდეგე კორი სენდჰეგენი იქნება.