ფეხბურთი

20:44 | 21.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ბონიფასი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

24 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ბონიფასი კარიერას "ლევერკუზენიდან" "მილანში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველა საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ბონიფასი უახლოეს დღეებში გაივლის და ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს. როგორც ირკვევა, ნიგერიელი "მილანს" თავდაპირველად იჯარის წესით შეუერთდება, რომლის სანაცვლოდაც გერმანული კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ "როსონერი" ფეხბურთელს 24 მილიონად გამოისყიდის.

24 წლის ნიგერიელი „ლევერკუზენში“ 2023 წლიდან თამაშობს და 61 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის ნორვეგიული „ბოდო გლიმტის“ და ბელგიური „უნიონის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088733