ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (ATP 226) ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ბრიტანელ ფრანჩესკა ჯოუნსთან ორ სეტში 1:6, 6:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ეკატერინემ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველ სეტში მარტივად 1:6 დამარცხდა, მეორე სეტში ქართველმა ბოლომდე იბრძოლა, ოთხი სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 6:7 (11:13) დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის მატჩს ამ წუთებში მართავს. მისი მეტოქე შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰუესლერია (ATP 228).