ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. 33 წლის ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰუესლერთან (ATP 228) ორ სეტში 6:7 , 5:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ნიკოლოზმა პირველ წრეში ბელგიელი გოტიე ონკლინი დაძაბულ ბრძოლაში 7:6, 5:7, 6:1 დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში წარმატებული ასპარეზობა ვერარ გააგრძელა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორივე სეტი ბრძოლაში დათმო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა ეკატერინე გორგოძემაც, რომელიც ნიკოლოზის მსგავსად მეორე წრეში ბრიტანელ ფრანჩესკა ჯოუნსთან ორ სეტში 1:6, 6:7 დამარცხდა.