კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში შვედურმა „ჰაკენმა“ რუმინული „კლუჟი“ 7:2 გაანადგურა და ფაზის ეტაპზე თამაშის უფლება პრაქტიკულად გაინაღდა.
„ჰაკენის“ ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი 32 წლის ამორ ლაიუნის მიუძღვის მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, 5 საგოლე პასი მიითვალა და ტუნისელ ფეხბურთელს დაუვიწყარი თამაში გამოუვიდა.
მან 5-დან 4 საგოლე პასი პირველივე ტაიმში გააკეთა, მეორე ტაიმის სტარტზე, 49-ე წუთზე მეხუთე ასისტიც ჩაიწერა აქტივში...
ლაიუნი არ არის პირველი, ვინც ერთ მატჩში 5 საგოლე პასი გააკეთა: 2024 წელს ლიონელ მესიმ ხუთჯერ გაატანინა თანაგუნდელებს „ნიუ იორკ რედ ბულსთან“ მატჩში. თუმცა, ცხადია, რომ მსგავსი შედეგით ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის.